საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მეოთხე ტურის შეხვედრაში ბულგარეთის გუნდთან ფრედ ითამაშა.
შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე“ გაიმართა და ანგარიშით 0:0 დასრულდა.
4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია. გუნდმა ოთხი შეხვედრიდან 3 მოიგო და 10 ქულა დააგროვა.