spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს დღეს გადასცემენ

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.

 

როგორც ევროკომისარმა განაცხადა, პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ.

 

“პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები