საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
26 მაისის აღსანიშნავად, ჭიათურაში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ჭიათურის საჯარო სკოლების თემატური აქტივობები, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის რობოტიკის სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, სპორტული თამაშები (27-ე სპორტული სკოლა, ჭიათურის რაგბის სკოლა) ქუჩის ჭადრაკი.
კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებები გალა კონცერტით დაიხურა, რომელშიც მონაწილეობა ანსამბლმა “სულიკომ“, სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ჩანგი“, კვარტეტმა “ჭიათურამ“ (ხელმძღვანელი დავით არჩვაძე), ტრიო “ბერმუხამ” მიიღეს.
26 მაისის დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.