ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი თურქმენეთის მრეწველებისა და მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველო-თურქმენეთის შორის საქმიანი კავშირების გააქტიურება, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების დამყარება, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და საქონელბრუნვის გაზრდის შესაძლებლობებისა და ამ მიზნით ბიზნესფორუმის ორგანიზების განხილვა.
საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების, გატარებული რეფორმებისა და მიმდინარე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ მხარი დაუჭირონ დაგეგმილ აქტივობებს ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოების მიზნით.