spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ელჩი უკრაინაში აბასთუმანში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს

კიევი: საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე Front News-თან აბასთუმანში ხანძრის შედეგად შექმნილ სიტუაციას ეხმაურება.

 

“ბორჯომის ხეობაში ხანძრის შემდეგ აბასთუმანში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. დღეს დილით საქართველოში უკრაინიდან АН-32П გაემგზავრა. ბათუმიდან მისი შემთხვევის ადგილზე დისლოცირება მოხდა, სადაც ამოცანის შესრულებას შეუდგა. საქართველო მადლიერია უკრაინული მხარის”, – განაცხადა დუმბაძემ.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკრაინიდან საქართველოში მეორე თვითმფრინავის გაგზავნა არ იგეგმება. 

 

“რამდენი ხანი დაჭირდება ხანძირს ჩაქრობას, ეს მის მასშტაბზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ინფორმაციით, იწვის 2-დან 5 ჰა-მდე ტყე”, – აღნიშნა ელჩმა.

 

ამასთან, დუმბაძის თქმით, უკრაინა ასევე მზად იყო ჩართულიყო ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

 

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შემდეგადაც საქართველოში უკრაინული სახანძრო თვითმფრინავი გამოემგზავრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები