spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ექვსი მოქალაქე უნგრული ბორტით ავღანეთიდან საქართველოში გამოემგზავრა

უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრნენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

“საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე.

 

ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოყენებული.

 

მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ, რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება.

 

საგარეო უწყება რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად.

 

ქართული მხარე მადლობას უხდის უნგრეთს  საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უნგრელ კოლეგასთან“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები