“ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია, ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”, – ეს სიტყვები საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას ეკუთვნის, რომელსაც დღეს 78 წელი შეუსრულებოდა.
ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა.
სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული გმირი დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.