spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა

“ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია, ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”, – ეს სიტყვები საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას ეკუთვნის, რომელსაც დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა.

 

ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა. 

 

2004 წელს ჟიული შარტავას მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაჯილდოებულია “წმინდა გიორგის” ოქროს და “ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენებით. 

 

საქართველოს ეროვნული გმირი დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები