spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ტერიტორიაზე (მისამართი: წინანდლის N9) დღეიდან მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნება.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება “ფაიზერის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინებით.

 

“აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ვაქცინაციის ცენტრი ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე იმუშავებს. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები