spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, 22 აპრილს გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მაკა ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ პრესასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

დაგეგმილია ეუთოს გენერალური მდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ვიზიტის ფარგლებში, ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები