სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.
კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.
საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.
კითხვარზე საქართველოს ხელისუფლების მიერ პასუხების გაცემის შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს დასკვნას და ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარის შესავსებად საქართველოს 1,5 თვე აქვს.