spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი ესტუმრება

გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი ბერბელ ბასი 10-12 ივლისს ქართველი კოლეგის შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. 

 

საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ბერბელ ბასი შეხვდება შალვა პაპუაშვილს, სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს.

 

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ემსახურება გერმანიისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

“ქალბატონი ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას.

 

პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

 

ვიზიტის პროგრამაში არის ასევე სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული ხაზის მონახულება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბრიფინგი.

 

გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები