spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, სარეკლამო ბანერების ნაცვლად ვაქცინაციის შესახებ მოწოდება გააკრან.

 

“შემოდგომის მეორე ნახევრიდან მსოფლიო პანდემიის მე-5 ტალღის მოლოდინშია, რაც ჩვენისთანა მცირე რიცხოვანი ერისთვის შესაძლებელია უმძიმესი აღმოჩნდეს, პრევენციის და პროფილაქტიკის ერთადერთი, ეფექტური მეთოდი მოსახლეობის დროული ვაქცინაციაა, დღეს პანდემიიდან გამომდინარე საქართველო “დანაღმულ ველს” ემსგავსება. 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ პოლიტიკურ პარტიებს:

 

– არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღე დაუთმეთ მოსახლეობისთვის ყველაზე სასიკეთო საქმეს;

 

– ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ჩამოხსენით თქვენი სარეკლამო ბანერები და მის ნაცვლად გააკარით მოწოდება ვაქცინაციის შესახებ – ,,აიცერი – ვაქცინა გვიცავს,,

 

თანამემამულენო! თითოეული ჩვენგანის, თუნდაც მცირედმა პოზიტიურმა ქმედებამ შესაძლებელია საკმაოდ დიდი, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენი ერის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე”, – საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტის, მედიცინის დოქტორის, პროფესორ ვილი პაჭკორიას მიმართვაში.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fvili.pachkoria%2Fposts%2F4347689445268276&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”551″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები