spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, იერუსალიმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მეთაურობით, იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს ეწვია.

“შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე, იმ აქტუალური საკითხებისა და სირთულეების თაობაზე, რაც თანამედროვე სამყაროში საეკლესიო ცხოვრებას ახლავს.

შეხვედრის დასასრულს უნეტარესმა თეოფილემ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს ხატი უსახსოვრა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თბილი მოკითხვა გადასცა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები