საქართველოს მომავალ კვირას სამხრეთ კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო ეწვევა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბონო საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევა.
“იქნება რეგულარული მოგზაურობა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. ის გეგმავს შეხვედრებს მაღალჩინოსნებთან, რათა მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენ მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – განაცხადა პრაისმა.