spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს მოქალაქემ თურქეთში ორი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი საზღვარზე თავი მოიკლა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, საქართველოს მოქალაქემ ორი ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა. 

 

მამაკაცი სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა, როდესაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა. ამის შემდეგ მან თავი მოიკლა.

 

“თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, – განაცხადა “ბათუმელებთან“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს.

 

საქართველოს მოქალაქის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები