spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩში ჩეხეთს დაუპირისპირდა.  მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

 

პირველ ტაიმში, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა. ჩეხეთმა ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა.

 

საქართველო და ჩეხეთი ისტორიაში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

 

გიორგი მიქაუტაძე ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატებზე თავისი ქვეყნის საწყისი ორი გოლი აქვს გატანილი. ბოლოს ეს უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ 2012 წელს გააკეთა.

 

გიორგი მამარდაშვილს მატჩში 9 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები