დღეს, 14:00 საათზე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვევა.
14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.