ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არჩევნების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნევადას შტატში, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში დააკვირდება.