საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament,ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები.
პრობლემის აღმოფხვრამდე პირდაპირი ტრანსლაციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ მედიაში, საქართველოს პარლამეტის ოფიციალურ გვერდებზე: https://www.facebook.com/parliamentgeo; https://www.youtube.com/channel/UCidFouPFxyvJee3iFrFukTg", – აღნიშნულია ინფორმაციაში