spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია – “უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს. 

 

ადგილზე დამონტაჟებულია 3 დიდი ეკრანი, სადაც აქციის მონაწილეებს სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილი ფილმის ყურება შეეძლებათ. ასევე აჩიკო გულედანის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნის პრემიერა შედგება. აქციაზე არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი.

 

აქციის ორგანიზატორების თქმით, აქცია ეძღვნება ეროვნულ მიზანს.

 

“მიზანს, რომელიც ყველა ჩვენგანზე ბევრად დიდია და გაერთიანების ძალას გვაძლევს, როდესაც შეუთანხმებლად, განურჩევლად პარტიული გემოვნებისა, ქუჩაში გავდივართ“, – აცხადებენ ისინი.

 

აქციის ორგანიზატორები „ევროპული საქართველო“, ტაბულა, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება და თავისუფლების ინსტიტუტი არიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები