spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ყირიმში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ ხალხს ყირიმში დატრიალებული ტრაგედიის გამო უსამძიმრებს.

 

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში, კერძოდ კი ყირიმში პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც ადამიანების, მათ შორის მოზარდების სიცოცხლე შეეწირა. ამ განსაცდელის ჟამს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

 

ქერჩში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. კიდევ 10-ზე მეტი მოქალაქე საავადმყოფოში რჩება. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმების თქმით, დაზარალებულებს სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ.

 

რუსეთის მიერ ანექსირებულ ქერჩში თავდასხმა გუშინ მოხდა. კოლეჯის შენობაში აფეთქებას სროლა მოჰყვა. თავდასხმის შემსრულებელი ამავე სასწავლებლის 18 წლის სტუდენტი აღმოჩნდა.

 

გამოძიებამ თავდაპირველად თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა მოგვიანებით, მკვლელობად გადააკვალიფიცირა. მომხდარის გამო, ანექსირებულ ყირიმში დღეიდან ოთხდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები