საქართველოს რკინიგზის სამი სატვირთო ვაგონი, რომელსაც აზერბაიჯანში ნედლი შაქარი გადაჰქონდა, საათლის რკინიგზის სადგურთან ამობრუნდა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
თავდაპირველი ვერსიით, ინციდენტის მიზეზი ერთ-ერთი ვაგონის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
შემთხვევის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან. დადგენილია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყენებული ზიანის ოდენობა.