spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს. 

 

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მომხმარებლების ნაწილს კომერციული ბანკების სახელით, სატელეფონო ზარის საშუალებით უკავშირდებიან კიბერ-თაღლითები.

 

ზარები როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ნომრებიდან ფიქსირდება და კიბერ-თაღლითები ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა საბანკო ტრანზაქციის განხორციელებას, ბარათის მონაცემების გაზიარებას ან უკვე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ სთხოვენ ინფორმაციის მიწოდებას.

 

გვსურს, გაგაფრთხილოთ, რომ განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ საბანკო თუ პერსონალურ ინფორმაციას და არ გაუზიაროთ ის მესამე პირს.  შესაძლოა, ორგანიზებულ კიბერ-თაღლითობას ჰქონდეს ადგილი, რის შესახებაც საბანკო ასოციაციამ და კომერციულმა ბანკებმა შესაბამის  სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიმართეს”,-აღნიშნულია განცხადებაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები