spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში ოდესაში მდებარე შენობა გადაეცა

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში ოდესაში მდებარე არასაცხოვრებელი შენობა გადაეცა.

 

შენობა სახელმწიფოს ოლეგ ქუთათელაძემ აჩუქა.

 

ჩუქების ხელშეკრულების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია დღეს საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა. ქართული მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ოდესაში საქართველოს გენერალურმა კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა მოაწერა. 

 

ჩუქების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა, რომელმაც ოლეგ ქუთათელაძეს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა.

 

ღონისძიებას ასევე ოდესაში მოღვაწე ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები