spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიცვალა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 68 ხმით მიიღო  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის დიფერენცირებული მიდგომა დადგინდება. 

 

ცვლილებების თანახმად:

 

∙ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;

 

∙ იგივე ქმედება ჩადენილი სამრეწველო, სარეწი, ობიექტების მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;

 

∙ საქართველოს ან/და მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიაზე საზღვრის დაცვის ობიექტების, საზღვრის დაცვის საშუალებების ფოტო/ვიდეო/აერო გადაღება – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

 

ახალი რეგულაციები, ასევე, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა იწვევს სასაზღვრო ოფიცრის გადაადგილების შეფერხებას, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანებას ან განადგურებას.კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი ბერაია, ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და რატი იონათამიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები