spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს დღეს ეწვევა.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

 

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

 

ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

ხავიერ კოლომინა რეგიონული ტურნეს ფარგლებში უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ასევე ეწვევა სომხეთსაც.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები