spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

 

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს 14:00 საათზე, „შატო მუხრანში“ გააკეთებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები