spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე უკრაინის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

საპარლამენტთაშორისო კავშირმა ასამბლეის სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

 

“საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე  მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.

 

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ეს არის საქართველოს მხრიდან  საერთაშორისო არენაზე  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება. მისივე თქმით, ეს პოლიტიკა ყველა საერთაშორისო ფორუმზე განუხრელად იქნება დაცული.

 

“ეს რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის დონეზე შეაფასოს, მათ შორის ასევე საერთაშორისო სასამართლოებში ამ საკითხის სრულფასოვანი განხილვა მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება საერთაშორისო არენაზე საქართველოს მხრიდან  უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის. ჩვენი ეს პოლიტიკა ყველა საერთაშორისო ფორუმზე განუხრელად იქნება დაცული“,-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

რეზოლუცია მოამზადა ჩილეს და სამხრეთ ამერიკის ჯგუფმა. რეზოლუცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინაში, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები