spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ სასამართლოს მონიტორინგის ინოვაციურ პროექტს იწყებს

“საქართველოს სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებლის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, “საქართველოს სასამართლოს გუშაგი“  სასამართლოს მონიტორინგის ინოვაციურ პროექტს იწყებს.

 

ამის შესახებ ჯანეზაშვილმა გორის რაიონულ სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

“დამოუკიდებელი სასამართლო სტაბილური დემოკრატიის ქვაკუთხედია. სასამართლოს დამოუკიდებლობა წარმოადგენს ფუნდამენტურ მოთხოვნას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სასამართლო სისტემას, დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები. საქართველოში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. აშკარაა, რომ  სასამართლო სისტემა და საზოგადოება ერთმანეთისგან გაუცხოებულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო რეფორმები, თუმცა ფართო საზოგადოება აღნიშნულ პროცესებში ჩართული არ ყოფილა, ამიტომაც მოქალაქეების ხმა სათანადოდ არ ისმოდა. მიგვაჩნია, რომ დადგა დრო შეივსოს ის ნაპრალი, რომელიც სასამართლოსა და მოქალაქეებს შორის არსებობს. 

 

„მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის წამოწყება“  არის „სასამართლოს გუშაგის“ ახალი პროექტი, რომლის ამოცანაა შეიქმნას სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტი. გამომდინარე აქედან „სასამართლოს გუშაგი“  აცხადებს მოხალისეთა მიღებას სასამართლოს მონიტორინგის პროექტში მონაწილეობის მისაღებად. სასამართლო პროცესების მონიტორინგი განხორციელდება იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს, თუმცა პროფესიით არ არიან იურისტები. ხოლო სასამართლო პროცესების მონიტორინგის დაწყებამდე მათთვის ჩატარდება ლექციები შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე. ორგანიზაცია ამ ეტაპზე პროექტს განახორციელებს ქ. გორში. 

 

პროექტი ხორციელდება USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით”, – განაცხადა ჯანაზაშვილმა.

 

“სასამართლოს გუშაგი” 2021 წლის ივლისში დაფუძნდა, რომლის მიზანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა სასამართლოს დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტიანობის გაუმჯობესების მეშვეობით. ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორია ნაზი ჯანეზაშვილი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი (2017-2021).

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები