დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, სომხეთში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 21:19 საათზე დაფიქსირდა.
3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან ერთ კილომეტრში იყო.