spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. ირაკლი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილიც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები