გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში 25 და 26 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.