spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით პირველად გაიმართება საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროინტეგრაციის საკითხებზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინადან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე,  შესაბამისი რეფორმების დღის წესრიგზე და ეროვნული პარლამენტების როლზე მოლაპარაკებების პროცესში.

 

კონფერენციას გახსნის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი. მისასალმებელი სიტყვით დამსწრეებს მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები