spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან.

საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები