საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 108 პირი ემსხვერპლა", – აღნიშნა სიჭინავამ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 007 ტესტი, რომლის შედეგად 742 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 081 პირი