spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მერებს ირჩევენ დედაქალაქსა და 63 მუნიციპალიტეტში. ასევე, მაჟორიტარების არჩევითა და პარტიებისთვის ხმის მიცემით, ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს შემადგენლობას დააკომპლექტებენ.

 

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა.

 

ქვეყნის ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), გახსნილია 3 664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილია ცხრა და მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 70 სპეციალური ე.წ. კოვიდუბანი, სადაც იზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შეეძლებათ.

 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში საქართველოს 3 497 345 მოქალაქეა.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 64 მუნიციპალიტეტში ჯამში მერობის 239 კანდიდატია რეგისტრირებული. ხუთ თვითმმართველ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – მერობისთვის 40 კანდიდატი იბრძვის, აქედან მხოლოდ დედაქალაქში – 16, დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქში – 24, თვითმმართველ თემებში კი, 199 მერობის კანდიდატია რეგისტრირებული.

 

ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოში მოსახვედრად, სხვადასხვა პარტიისა თუ საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული 2 771 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებში 43 საარჩევნო სუბიექტი მონაწილებს.

 

არჩევნებს 100 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები