დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 იანვრის მდგომარეობით საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 600 შემთხვევაა დადასტურებული.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჩატარდა 45 006 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა.
გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, 46 ადამიანი გარდაიცვალა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.41%