spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საქართველოში Covid-19-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში „კოვიდ-19“-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა.

 

რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო და დაავადება მსუბუქი ფორმით, სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა.

 

ინფექციონისტის განმარტებით, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფექციისგან დაცულები არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, რაც ასე არ არის.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები