spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში დაკავებულმა უკრაინელებმა შიმშილობა შეწყვიტეს

კიევი: თბილისში ერთი თვის დაკავებულმა უკრაინის ექვსმა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ საპყრობილეში შიმშილობა შეწყვიტეს. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა გიორგი როსტომაშვიმა განაცხადა.

 

“დაკავებულებმა ახლობლების თხოვნით 20 დღის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ გაუგებარი პოზიცია აქვს და საქართველოს ხელისუფლებისთვის არ მიუმართავს”, – განაცხადა ადვოკატმა.

 

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი 24 იანვარს გაიმართება.

 

გასული წლის 2 დეკემბერს უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე თბილისში დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.

 

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები