spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საქართველოში დაკავებულთა შორის უკრაინელი დეპუტატი სემიონ სემენჩენკოც იყო”

კიევი: უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ იური ბირუკოვის ცნობით, საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შორის, უმაღლესი რადას დეპუტატი და ბატალიონ „დონბასის“ მეთაური სიმიონ სემენჩენკოც იყო.

 

“მე მაქვს სხვადასხვა კონტაქტები. ისინი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სემენჩენკო თბილისშია, რომ სემენჩენკომ დიპლომატიურ სკანდალში გაგვხვია, რომ სემენჩენკომ საკუთარი ხალხი გაწირა და ბოლო მომენტში გაიქცა.

 

ხვალ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს დიპლომატებს დაიბარებს. სემენჩენკო ხომ თბილისში ოფიციალური დოკუმენტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა“, – წერს პოროშენკოს მრჩეველი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

მანამდე, უკრაინელი ჟურნალისტი ანდრეი დზინდზა წერდა, რომ სემენჩენკომ დაკავებას თავი დიპლომატიური პასპორტით აარიდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები