საქართველოში "ფაიზერის“ ვაქცინით აცრები დღეიდან დაიწყება. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.
აცრა ჩაუტარდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. საიტზე დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა 25 მარტს მიიღო.