საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:10 საათზე, ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მაგნიტუდის სიდიდემ 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
იქამდე თბილისის დროით 07:36 საათზე სოფელ სამებასთან 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.