spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 432 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 896, „პისიარ“ ტესტით – 11 967.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,03% ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 გამოჯანმრთელდა, 3 901 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 162, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 546 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 338 პირი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები