spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 782 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 761 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 021 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 273 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 650 981.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.2% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.82%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 577 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 630 564. 

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 766 პირი ემსხვერპლა. 

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 273 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 21, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 625 საიდანაც, 439 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 240, აჭარაში – 23, იმერეთში – 85. 

 

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 111 პირი, მათ შორის, თბილისში – 71, აჭარაში – 15, იმერეთში – 9. 

 

3 186 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები