საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დაინიშნა, – ინფორმაციას დიპლომატიური მისია ავრცელებს.
“6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2020 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ლიეტუვის ელჩის თანამდებობას ანდრიუს კალინდრა იკავებს.