spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იმყოფება

საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო.

 

სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

 

ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

 

ნატოს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები