spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 საარჩევნო სუბიექტი: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – კამალ მურადხანოვი – N3; „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, თავმჯდომარე ნიკანორ მელია, თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია – N4; „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა – N5 „ევროპელი დემოკრატები“, თავმჯდომარე პაატა დავითაია – N6; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი N8; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე – N9; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი – N10; „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“, თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე – N12; „შეცვალე საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე – N16; „საქართველო“, თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი – N17; „თავისუფალი საქართველო“, თავმჯდომარე კახა კუკავა – N20; „ტრიბუნა“, თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე – N21; „ჩვენ“, დავით ქაცარავა – N23; „გახარია საქართველოსთვის“, თავმჯდომარე გიორგი გახარია – N25; „მემარცხენე ალიანსი“, თავმჯდომარე კონსტანტინე გუგუშვილი N26; „ქართველ ერთობა“, გაიოზ მამალაძე – N27; „გირჩი“, თავმჯდომარე იაგო ხვიჩია – N36; „ქართული ოცნება“, თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი – N41;

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. ტრადიციული წესით არჩევნები გაიმართება ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 10%-ზე, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 300-ზე ნაკლებია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა 3 113 747 ამომრჩეველს შეეძლება.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლისი წესით, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია განთავსებული.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, წელს პირველად მისცემს ხმას 135 922 ახალგაზრდა, რომელიც საარჩევნო ხმის უფლების მქონე გახდა.

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენს. 42 სხვადასხვა სახელმწიფოს 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი იმუშავებს.

პროპორციული წესით არჩეულ 150-ადგილიან პარლამენტს ის პარტიები დააკომპლექტებენ, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები