სომხეთის ხელისუფლება საქართველოში ახალი ელჩის სერგეი მინასიანის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Front News-ს ერევანში დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს, რომელთა ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა.
თავად მინასიანი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იური ვარდანიანის მემკვიდრე იქნება, რომელიც დიპლომატიურ მისიას 2014 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს.
მინასიანი სომხეთში კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.