spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით ნატოსა და ევროკავშირის მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის (MMCC-E) დირექტორი იმყოფებოდა. ბრიგადის გენერალ, დოქტორ შტეფან კოვიცს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და გერმანელმა გენერლებმა საქართველოსა და მრავალეროვნულ სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრს შორის სამხედრო სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიგადის გენერალი შტეფან კოვიცი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა.

 

MMCC-E ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები